SIMS
SLVL 3SIMSIKOSTRATEGY · CREATIVITY
დაგვიკავშირდი

სარეკლამო კამპანიები

436$ რეკლამით16,400$ შემოსავალი.

MetaGoogleTikTokYouTubeChatGPTGeminiInstagramFacebookDiscord

✦ ჩვენი სერვისები

კონტენტი, რეკლამა და ბრენდი — შენი ბიზნესის ერთი მიზნისთვის.

8+წელი SiMS-ის ისტორიაში

40+განხორციელებული პროექტი

8სხვადასხვა ინდუსტრია

NEXT LEVELდაგეგმე შენი შემდეგი ნაბიჯი →

SiMS / შენი ბიზნესის ზრდისთვის

მეტი კლიენტი.
გათვლილი მარკეტინგით.

სტრატეგია, კონტენტი და რეკლამა ერთ გეგმაში — რომ სწორ ადამიანს შენი ბიზნესი ვაპოვნინოთ და დაკავშირება გავუმარტივოთ.

მოგვიყევი შენი ბიზნესის შესახებ

როგორ მოდის კლიენტი შენამდე

  1. 01
    აღმომაჩენსკონტენტი და რეკლამა
  2. 02
    ინტერესდებამკაფიო შეთავაზება და საიტი
  3. 03
    მიკავშირდებაზარი, შეტყობინება ან ჯავშანი
  4. 04
    ირჩევს ჩემს ბიზნესსდროული პასუხი და გაყიდვა

მიზანი ერთია: დაინტერესება რეალურ მოთხოვნად იქცეს.

იდეიდან გაშვებამდე

კარგ იდეას გეგმა სჭირდება.

ხუთი ნაბიჯი. თითოეულზე იცი, რას ვაკეთებთ და რატომ.

კაპუჩინო, SiMS-ის მასკოტი, კრეატიულ გეგმაზე მუშაობს
კაპუჩინო / იდეა უკვე საქმეშია.
01 ვიგებთ შენს ბიზნესს

რას ყიდი, ვისთვის და რა გინდა შეიცვალოს — აქედან ვიწყებთ.

02 ვადგენთ გეგმას

ვათანხმებთ აუდიტორიას, შეთავაზებას, სამუშაოს მოცულობასა და ბიუჯეტს.

03 ვამზადებთ და ვუშვებთ

ვქმნით ტექსტებსა და ვიზუალებს, ვაწყობთ რეკლამასა და საჭირო გაზომვებს.

04 ვაკვირდებით მოთხოვნებს

ვადგენთ, საიდან მოდის დაინტერესება და რა ხდება დაკავშირების შემდეგ.

05 ვტესტავთ და ვაუმჯობესებთ

ვადარებთ მასალებსა და შეთავაზებებს. შემდეგ ნაბიჯს მონაცემებით ვირჩევთ.

ტაიგერა, SiMS-ის მასკოტი, აბსტრაქტულ ანალიტიკურ გრაფიკთან
ტაიგერა / თვალები ეხუჭება. ციფრები — არა.

კონტროლი ციფრებით

ხედვები კარგია.
შედეგი უკეთესი.

ანგარიშში ჩანს, რა დაიხარჯა, რა მოიტანა და რას ვცვლით შემდეგ.

ხარჯი
რამდენი იხარჯება რეკლამაში.
მოთხოვნის ფასი
რა ჯდება ერთი დაინტერესება.
ხარისხი
რამდენად შესაფერისია მოთხოვნა.
გაყიდვა
შემოსავალი — გაყიდვების მონაცემებით.
ნახე შედეგი ციფრებში

თანამშრომლობა გარკვეული პირობებით

სანამ დავიწყებთ.

გეგმა, ბიუჯეტი და პასუხისმგებლობები თავიდანვე გასაგები უნდა იყოს.

პაკეტები და ფასები
რას იღებს ჩემი ბიზნესი?

შერჩეული პაკეტის მიხედვით — სტრატეგიას, კონტენტს, სოციალური მედიის მართვას, სარეკლამო კამპანიებსა და ანგარიშგებას. ვებსაიტი, გადაღება და სხვა დამატებითი სამუშაო პაკეტის ან ცალკე შეთანხმების მიხედვით განისაზღვრება.

ფასში სარეკლამო ბიუჯეტიც შედის?

სარეკლამო ბიუჯეტი მომსახურების საფასურისგან ცალკეა. Meta-ს, Google-ისა და TikTok-ის ხარჯს შენს მიზანსა და შესაძლებლობებზე ვათანხმებთ. ზუსტ მოცულობას ნახავ პაკეტში.

რამდენ ხანს ვმუშაობთ ერთად?

ყოველთვიური მომსახურების მინიმალური ვადაა 3 თვე. ამის შემდეგ შეწყვეტაზე 2 კვირით ადრე გვატყობინებ. ერთჯერადი პროექტის ვადას ცალკე ვათანხმებთ.

ფასს დღგ ემატება?

საიტზე მითითებულ მომსახურების ფასს დღგ არ ემატება. პაკეტის მოცულობასა და დამატებით სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ.

როდის გამოჩნდება შედეგი?

გაშვების ვადას გეგმის შედგენისას განვსაზღვრავთ. შედეგის ტემპი დამოკიდებულია შეთავაზებაზე, ბაზარზე, ბიუჯეტსა და გაყიდვის პროცესზე. პირველივე ეტაპზე ვთანხმდებით საზომებსა და შეფასების პერიოდზე.

ვის ეკუთვნის ანგარიშები და მონაცემები?

შენს ბიზნესს. სამუშაოდ საჭირო წვდომებსა და მასალების გადაცემის პირობებს წინასწარ ვათანხმებთ.

ვინ პასუხობს შემოსულ მოთხოვნებს?

შენი გუნდი ან წინასწარ შეთანხმებული პასუხისმგებელი პირი. CRM-სა და დამატებით ინტეგრაციებს საჭიროების მიხედვით ცალკე ვგეგმავთ.

შენი შემდეგი ნაბიჯი

მოგვიყევი, რას ყიდი.
ერთად დავგეგმოთ, როგორ გავზარდოთ.

დაგვიტოვე მოკლე ბრიფი: შენი ბიზნესი, მიზანი და ამჟამინდელი გამოწვევა. პასუხს 24 საათში მიიღებ.

შეავსე ბრიფინახე პაკეტები მიზანი → გეგმა → მოქმედება → გაზომვა
SIMS // NEXT LEVEL