SiMS / მომსახურება მთელ საქართველოში
სოციალური მედიის მართვა საქართველოში
სოციალური გვერდი უნდა ეხმარებოდეს ადამიანს არჩევანის გაკეთებაში: რას სთავაზობ, რატომ უნდა გენდოს და როგორ შეგიკვეთოს. SiMS აერთიანებს კონტენტის დაგეგმვასა და შესრულებას, რომ თითოეულ მასალას ბიზნესისთვის კონკრეტული დანიშნულება ჰქონდეს.

ვის გამოადგება ეს მომსახურება
თუ პროდუქტი გაქვს, მაგრამ გვერდზე მხოლოდ შემთხვევითი პოსტები ქვეყნდება, პირველ რიგში ერთიანი გეგმა გჭირდება. მომსახურება გამოგადგება მაშინაც, როცა გუნდს ტექსტის, დიზაინისა და ვიდეოს ცალ-ცალკე მართვა დიდ დროს ართმევს.
არხს აუდიტორიის მიხედვით ვარჩევთ. Facebook, Instagram და TikTok-ს ერთი და იგივე მასალას ავტომატურად არ ვუსადაგებთ: ფორმატი, სათქმელი და მოქმედებისკენ მოწოდება პლატფორმისთვის უნდა იყოს გასაგები.
რა შედის სამუშაოში
- აუდიტორიისა და არსებული გვერდების გაცნობა; კონტენტის თემების შეთანხმება.
- კონტენტკალენდარი: პროდუქტები, ხშირი კითხვები, სამუშაო პროცესი და შეთავაზებები.
- პაკეტით განსაზღვრული ტექსტი, ვიზუალი და ვიდეომასალა.
- გამოქვეყნების გეგმა, დამტკიცების პროცესი და შედეგების განხილვა.
მასალების რაოდენობა, გადაღება, კომენტარებსა და პირად შეტყობინებებზე პასუხი წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული. ზუსტი ჩამონათვალი იხილე პაკეტების გვერდზე.
როგორ იწყება თანამშრომლობა
გვიგზავნი ბიზნესის მოკლე აღწერას, პროდუქტის ინფორმაციას, არსებულ ვიზუალურ მასალასა და მიზანს. შემდეგ ვათანხმებთ საკონტაქტო პირს, დამტკიცების ვადებსა და პირველი ეტაპის პრიორიტეტებს. ანგარიშებზე სამუშაო წვდომა ენიჭება საჭირო როლს; შენი ანგარიშები შენ გეკუთვნის.
ფასი და სარეკლამო ბიუჯეტი
Cappuccino-ს კონტენტის პაკეტი ღირს 4,500 ₾ თვეში. კამპანიების მართვა და სრული კომბინირებული მომსახურება სხვა პაკეტებით განისაზღვრება. პლატფორმებზე რეკლამის ხარჯი მომსახურების საფასურისგან ცალკეა.
თუ უკვე გაქვს კონტენტი და ახლა მეტი მოთხოვნის მიღება გჭირდება, ნახე სარეკლამო კამპანიების მართვა.
რას ვზომავთ
ვარჩევთ იმ მაჩვენებლებს, რომლებიც მიზანს უკავშირდება: პროფილზე გადასვლა, საიტის ნახვა, შეტყობინება, კვალიფიციური მოთხოვნა და გაყიდვა — როცა გაყიდვის მონაცემი ხელმისაწვდომია. მოწონება და ნახვა სასარგებლო შუალედური სიგნალია, მაგრამ გაყიდვას თავისთავად არ ადასტურებს.
ხშირი კითხვები
მთელ საქართველოში მუშაობთ?
კი, მომსახურებას მთელ საქართველოში ვთავაზობთ ბიზნესებს. გადაღების ადგილსა და ორგანიზებას პროექტის მიხედვით ვათანხმებთ.
ყოველდღე გამოქვეყნდება პოსტი?
სიხშირე დამოკიდებულია პაკეტსა და მიზანზე. დაწყებამდე ზუსტად ვთანხმდებით მასალების რაოდენობასა და ფორმატებზე.